მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

GEO.PVT.GE

ორშაბათი, 2018-05-28
მთავარი
Facebook მიმოწერა - 13 წლის გოგონასთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა - შემზარავი ფაქტი საქართველოში

  • დანაშაული მას შემდეგ გაიხსნა, როდესაც გოგონამ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული აბების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთან სექსუალურ ურთიერთობაზე დედას უამბო.
    სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა - ამის შესახებ "ნიუპოსტს" საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.
    მოსამართლის გადაყვეტილებით, სწულწლოვან მამაკაცს, რომელიც 13 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირისა მათ შორის გაუკუღმართებული ფორმით ამყარებდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
    დანაშაული მას შემდეგ გაიხსნა, როდესაც გოგონამ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული აბების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთან სექსუალურ ურთიერთობაზე დედას უამბო.
    "სრულწლოვან ბრალდებულ ზვიად მ.-ს, წინასწარი შეცნობით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირისა და გაუკუღმართებული ფორმით, სხვაგვარი სექსუალური კონტაქტისათვის, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
    სასამართლომ, ბრალდებული დამნაშავედ ცნო 13 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირისათვის, მათ შორის გაუკუღმართებული ფორმით, რომელსაც 2017 წლის 25 იანვრიდან 
    4 თებერვლის ჩათვლით, რამოდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი.
    დახურულ სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მისთვის დაზარალებულის ასაკი ცნობილი არ იყო. თუმცა, სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმებითა და FACEBOOK მიმოწერის დათვალიერებისას დადასტურდა, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბრალდებული, გრძნობებით მანიპულირებითა და თვითმკვლელობის მუქარით, ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენდა არასრულწლოვანზე.
    დანაშაული მას შემდეგ გაიხსნა, როდესაც გოგონამ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული აბების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთან სექსუალურ ურთიერთობაზე დედას უამბო"- აცხადებენ სასამართლოში.
  •  

ნანახია: 8863 | ტეგები: seqsobrivi kavshiri, gaupatiureba