search
menu
person

  • საქართველოში ყოველწლიურად   საშუალოდ 25 000 აბორტი კეთდება. მათ შორის  1770 არასრულწლოვანი ასაკის გოგონებში.

    მედიკამენტური არბორტი არის აბორტიფიკაციის არაქირურგიული ფორმა ფარმაცევტული წამლების გამოყენებით.  მედიკამენტური აბორტი დამკვიდრდა მეოცე საუკუნის 70 -იანი წლებიდან, მაშინ როცა პროსტაგლანდინის ანალოგებზე გაჩნდა ხელმისაწვდომობა და პრაქტიკაში აქტიურად გამოყენების შესაძლებლობა. 80 -იანი წლებიდან კი დაიწყო პროგესტერონის რეცეპტორების ანტაგონისტების (მიფეპრისტონი) აქტიური გამოყენება აბორტიფიკაციისთვის, რომელიც ასევე არის ძლიერი გლუკოკორტიკოსტეროიდების რეცეპტორების ანტაგონისტი.

 

მედიკამენტური აბორტი მეტად ეფექტურია ორსულობის ადრეულ სტადიაზე ტერმინაციისთვის. 63 დღემდე გამოიყენება პროგესტერონის რეცეპტორის ანტაგონისტები და პროსტაგლანდინის ანალოგები.  49 დღემდე გამოიყენება ანტიმეტაბოლიტური საშუალებები (ანტიფოლატური) და პროსტაგლანდინის ანალოგები.

არსებობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნა და რეკომენდაციები მედიკამენტოზურ აბორტთან დაკავშირებით, მისი გამოყენება შესაძლებელია და ეფექტურია პირველი ტრიმესტრის განმავლობაში, ასევე წამლების  კომბინაციურ გამოყენებას ენიჭება უპირატესობა, მხოლოდ პროსტაგლანდინების ანალოგების ნაცვლად.

მედიკამენტური აბორტი შესაძლებელია: ორსულობის ადრეულ ასაკზე 49 კვირამდე,  მიჩნეულია უფრო ეფექტურად, ვიდრე ქირურგიული აბორტი, თუ ქალს აქვს მაღალი სხეულის მასის ინდექსი >30-ზე.  მაგრამ არ აქვს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, რისკები.  თუ ქალს აქვს ფიბროიდები, საშვილოსნოს მალფორმაციები, ქირურგიული პროცედურები ჩატარებული საშვილოსნოზე (ყელზე) რაც ტექნიკურად ართულებს ქირურგიულ აბორტს.

მედიკამენტურ აბორტს შესაძლოა დიდი გართულებები მოყვეს მაგალითად 2001 წლიდან მოყოლებული  1 შემთხვევა კანადაში, 8 აშშ-შ და 1 პორტუგალიაში, როცა მედიკამენტური აბორტის დროს (პროგესტერონის რეცეპტორების ბლოკერის მიღებისას) ქალი გარდაიცვალა კლოსტრიდიული ტოქსიური შოკის სინდრომით.  9 შემთხვევა გამოიწვია კლოსტრიდიუმ სორდელიმ და ერთი პერფრინგენსმა.  შემთხვევები აღწერილია ანტიბიოტიკური პროფილაქტიკის გარეშე.

გართულებების თავიდან აცილების მიზნით ინიშნება ანტიბიოტიკები (მაგ. ტეტრაციკლინები).

მედიკამენტური აბორტის გართულებები:

  • ჰემორაგია
  • არასრული აბორტი
  • საშვილოსნოს, მენჯის ინფექციები
  • შეცდომით დიაგნოზირებული ექტოპიური ორსულობა.

ქირურგიული აბორტის გართულებები

  • ჰემორაგია
  • არასრული აბორტი
  • ინფექციები
  • ექტოპიური ორსულობის არსებობა (არასწორი დიაგნოზის დროს)
  • ჰემატომეტრა (სისხლის კოლტები საშვილოსნოში)
  • საშვილოსნოს პერფორაცია
  • ყელის (საშვილოსნოს) ლაცერაცია

მედიკამენტოზური აბორტის უკუჩვენებები:

  • ალერგიული რეაქციები მედიკამენტებზე
  • თანდაყოლილი პორფირია
  • თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა
  • ექტოპიური ორსულობა.

განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა საჭირო:

  • თუ ქალი დიდი ხანი კორტიკოსტეროიდულ მკურნალობაზეა. (მაგ. მძიმე არაკონტროლირებადი ასთმა)
  • თუ აქვს სისხლდენებისკენ მიდრეკილება (სისხლმდენი დიათეზები)
  • თუ აქვს მძიმე ანემია
  • თუ აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ან რისკ ფაქტორები (მაგ. ჰიპერტენზია და მოწევა).
გაფრთხილება – დაუშვებელია წამლების ექიმის გარეშე, დამოუკიდებლად გამოყენება, ვინაიდან ამან შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ქალის ჯანმრთელობას.
  • კონტაცეპტიული საშუალებები არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის საშუალებაა, მათ შორის პრეზერვატივი იცავს ორივე პარტნიორს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ინფიცირებისგან.
  • სექსუალური განათლება მნიშვნელოვნად ამცირებს არასასურველი ორსულობების და სქესობრივი გზით ინფიცირების რაოდენობას. 
  • სტატისტიკური მონაცემები აღებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს  2010 წლის მონაცემებით.

 

Tags : aborti, aborti wamlebiT, აბორტი, აბორტი წამლებით, მედიკამენტური აბორტი, მუცლის შლა წამლებით, აბორტი ბავშვებში, აბორტი არასრულწლოვნებში, aborti bavshvebshi, aborti arasrulwlovnebshimedikamenturi aborti

კატეგორია: სექსუალური განათლება | ნანახია: 147 | | ტეგები: aborti, aborti wamlebit | რეიტინგი: 2.0/1
avatar