მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

GEO.PVT.GE

ორშაბათი, 2018-05-28
მთავარი
საქართველოში 32 ტონა პრეზერვატივი შემოიტანეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში პრეზერვატივების იმპორტი გაიზარდა. ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.

სულ გასულ წელს ქვეყანაში $849,000-ის ღირებულების კონტრაცეპტივები შემოვიდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით მეტია.

რაც შეეხება ამ პრეზერვატივების წონას, ფინანსთა სამინისტრო მის შესახებაც ფლობს ინფორმაციას. სტატისტიკის მიხედვით, იმპორტირებული პრეზერვატივების (ვულკანიზებული რეზინის კონტრაცეპტივის) საერთო წონამ შეფუთვასთან ერთად 32,000 კილოგრამი შეადგინა.

იმპორტში ლიდერობენ გერმანია – 8 ტონა, ჩინეთი – 6 ტონა და რუსეთი 4.9 ტონა.

ადგილობრივი წარმოების შესახებ დაზუსტებული სტატისტიკა არ მოიძებნება.

კატეგორია: ახალი ამბები - ვიდეოები | ნანახია: 1624 | ტეგები: prezervativi, პრეზერვატივი